"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გეგმავს პარლამენტში კრამერის სიის დარეგისტრირებას, რათა მასში შემავალ ადამიანებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალოთ. ამ ინიციატივის შესახებ ირმა ინაშვილი ფეისბუკზე წერს.
"უნდა მომზადდეს კრამერის სია, დარეგისტრირდეს პარლამენტში და კენჭი ეყაროს. ამ სიაში უნდა შევიდეს მეთიუ ბრაიზაც და ყველა ის "პარტნიორი", რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მწამებელ-ბოკერია- სააკაშვილებს უჭერს მხარს და ცინიკურად გვაიძულებს მათ შეყვარებას! ამ ხალხს უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა! აი, ამას გააკეთებს პატრიოტთა ალიანსი. ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ბოლოს და ბოლოს უნდა გააცნობიერონ, რომ ქართველ ხალხს დაუჭირონ მხარი! ვის შევიყვარებთ და ვის-არა, ეს ქართველი ხალხის საქმეა!", - წერს ირმა ინაშვილი.