ქუთაისში ავტომშენებლის დასახლებაში ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქების შედეგად გაჩნდა. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ბინა დაიწვა.არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენამდე სახლიდან ხმაური გამოდიოდა.
დაშავებულებიდან სამი პირი მკურნალობას დამწვრობის ცენტრში გადის. რთულია ათი წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც დღეს ქუთაისი ბავშვთა საავადმყოფოდან თბილისში უნდა გადაიყვანონ.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის რამდენიმე ჯგუფი იყო მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენამდე სახლიდან ხმაური გამოდიოდა, ცეცხლი კი საწვავს მოეკიდა.