ივლისში „თიბისი ბანკზე“ განხორციელდა კიბერშეტევა - განაცხადა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, ეს ის პერიოდია, როდესაც მიმდინარეობდა გამოძიება. ხაძარაძემ აღნიშნა, რომ "თიბისის" აიტი-ჯგუფმა მოახერხა გამოევლინა, საიდან ხორციელდებოდა კიბერთავდასხმა და ინფორმაცია მიაწოდა შსს-ს.
„ამის მერე 5 წერილი მივწერეთ. წერილი შს მინისტრს - თუ სად დგას გამოძიება და ერთი კვირის წინ მივიღეთ ვიღაც გამომძიებლის წერილი რომ თურმე კომპიუტერი არის ამოღებული და წაღებულია ექსპერტიზაზე. ჩვენ ვიცით მისამართი, ოთახი და ის ხალხი ვინც ზის ამ კომპიუტერებთან. ეს არის სავარაუდოდ, ის ოფისები, საიდანაც ეს ე.წ. ბოტები იმართება და ესეთი დიდი შეტევაა ჩვენს მიმართ, ბოლოს თუ გადაავლებთ თვალს სოციალურ მედიას, რაღაც ნაწილი იქიდან მოდის,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.