10 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.10 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7766 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.19 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0162 ლარი გახდა.
0.02 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5896 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.60 თეთრი შეადგინა.