დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელიც უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინეს 11 თებერვალს საუდის არაბეთში მოლაპარაკებებზე, სხვა არაფერია, თუ არა დროებითი ამოსუნთქვა უკრაინელი სამხედროებისთვის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა.
„ჩვენი მიზანია გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება, ჩვენ ამისკეს ვისწრაფვით, სამშვიდობო გადაწყვეტისკენ, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს, - განაცხადა უშაკოვმა ტელეკომპანია "როსია-1"-თან ინტერვიუში.
"ჩვენი მიზანი გრძელვადიანი მშვიდობიანი დარეგულირებაა, ჩვენ ამისკენ მივისწრაფით, ეს უნდა მოიცავდეს ჩვენი სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესებს, ჩვენს უკვე მრავალჯერ გამოთქმულ წუხილებს," - განაცხადა იური უშაკოვმა.
თავად ვლადიმირ პუტინს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებაზე.
მედია იმედოვნებს, რომ მან შესაძლოა განცხადება გააკეთოს ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკასთან ან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან სტივ უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ. ორივე მათგანი ხუთშაბათს უკვე ჩავიდა მოსკოვში.
უშაკოვმა ასევე განაცხადა, რომ მან ეს პოზიცია უკვე განუცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მაიკ უოლცს.
„მე, ბუნებრივია, კომენტარი გავაკეთე დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებებზე. გამოვთქვი ჩვენი პოზიცია, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა უკრაინელი სამხედროების დროებითი შესვენება, მეტი არაფერი“, - თქვა პუტინის მრჩეველმა.