13 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით უცვლელი დარჩა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება კვლავ 2.7775 ლარია.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.11 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0186 ლარი გახდა.
ერთი გირვანქა სტერლინგთან კურსი 0.41 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.5971 ლარი გახდა.
ერთი ლირა 7.59 თეთრს შეადგენს.