მათ [ხელისუფლებას] ალბათ, იმის ინტერესი აქვთ, რომ მთლიანად გამანადგურონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, არანაირი ინფორმაცია არ აქვს ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე, რაზეც გამოკითხვაზეა დაბარებული.
"მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ გამოძიებას მივაწოდო. ჩემი წინა დაკითხვა დაკავშირებული იყო აქციის მსვლელობისას გამწარებული ადამიანის სიტყვებთან. მეორე დღეს არც მახსოვდა ეს სიტყვები. აქედან ცდილობენ რაღაცის შექმნას. დღეს იგივე საქმეზე არ ვარ დაბარებული. თუ მე მადანაშაულებენ ტერორიზმის ხელშეწყობაში, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო კაცობრიობის წინაშე დანაშაულს ჩადის, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.