ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგანგებოდ ბრენდირებული ქართული ღვინო და ტკბილეული დაურიგა.
,,პირველ რიგში გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ თარიღს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი დღეა. საქართველოს ყველა აეროპორტი, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი ამ დღეს საზეიმო განწყობით და საგანგებოდ გაფორმებული ხვდება. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ჩვენ გამფრენ და ჩამომფრენ მგზავრებს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრენდირებული ქართული ღვინოები და ტკბილეული დავურიგეთ“,-განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით საქართველოს ყველა კუთხეში აღინიშნება.