30 ივლისს ვისოლმა დიღმის ტრასაზე ოთხმოცდამეერთე ავტოგასამართი სადგური გასხნა. ავტოგასამართ სადგურზე ვისოლი მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს და დამატებით მომსახურებებს სთავაზობს. სხვა პროდუქტებთან ერთად ახალ ავტოგასამართ სადგურზე ევრო ხუთის სტანდარტის იტალიური აპიც გაიყიდება. მარკეტი, კაფე, ავტოსამრეცხაო და ავტოტექმომსახურების ობიექტები მომხმარებელს მომსახურების სრულ კომფორტს შეუქმნის.
ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 20-მდე ადამიანი დასაქმდა. თითოეულ მათგანს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდა. ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე დასაქმებული ყველა თანამშრომელი დაზღვეულია და უფასო კვებით სარგებლობს.
ვისოლს საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. წლის ბოლომდე ვისოლის ქსელს კიდევ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური დაემატება.