მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის გამო ბრიტანული კომპანიის British Petroleum-ის ხარჯებმა 350 მლნ დოლარი შეადგინა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნავთობის კატასტროფა კომპანიას, შესაძლოა, 12,5 მლრდ დოლარი დაუჯდეს. მანამდე კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ Bრიტისჰ Pეტროლეუმ-ი ნავთობის ლაქის ლიკვიდაციისათვის ყოველდღე 6 მლნ დოლარს ხარჯავს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ British Petroleum-ი ნავთობის გაჟონვის შემცირების ახალ გეგმას ამუშავებს. ამ დროისათვის კომპანიამ 90 ათასი ბარელი ნავთობის ამოტუმბვა შეძლო. ოპერაციაში 270 გემი მონაწილეობს.
20 აპრილს ნავთობის პლატფორმაზე აფეთქება მოხდა, რომელსაც ხანძარი მოჰყვა. ორი დღის შემდეგ პლატფორმა ჩაიძირა და ჭაბურღილი დააზიანა. დაზიანებული ჭაბურღილიდან ნავთობმა დაღვრა დაიწყო. კატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ასზე მეტი თანამშრომლის ევაკუირება სამაშველო გემების დახმარებით მოხერხდა.
ჭაბურღილიდან სულ 9,5 ათასი ტონა ნავთობი დაიღვარა. რამდენიმე დღეში ნავთობმა ლუიზიანას შტატის ნაპირებამდე მიაღწია.