მოსკოვში საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მარშალი დმიტრი იაზოვი გარდაიცვალა. ცნობას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
იაზოვი იყო უკანასკნელი იმ სამხედრო ლიდერებისაგან, რომლებმაც საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება მიანიჭეს.
მეორე მსოფლიო ომის დროს მას მიენიჭა წითელი ვარსკვლავის ორდენი. ომის შემდეგ, მან განაგრძო სამხედრო კარიერა. 1970-იან წლებში იგი თავდაცვის სამინისტროს პერსონალის მთავარი სამმართველოს განყოფილებას ხელმძღვანელობდა, შემდეგ გახდა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარსარდლის მოადგილე.
იაზოვი სარდლობა ჩეხოსლოვაკიაში განთავსებულ საბჭოთა ჯარებს.
1987 წლის მაისიდან 1991 წლის აგვისტომდე დმიტრი იაზოვი იყო სსრკ-ის თავდაცვის მინისტრი.
1991 წლის აგვისტოში დააპატიმრეს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის, მალევე ის ამნისტირებულ იქნა და გაათავისუფლეს.
სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა რუსეთსი თავდაცვის სამინისტროშო კონსულტანტად.
2019 წელს ლიეუტივ სასამართლომ დმიტრი იაზოვს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო, დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.