შვედეთის მთავრობა ლატვიაში ქვეყნის ტრანსატლანტიკურ ალიანსში წვლილის ფარგლებში, ნატო-ს მრავალეროვნულ ძალებში ჯარების მცირე კონტიგენტს გაგზავნის.
ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
კრისტერსონის თქმით, შვედეთი უახლოეს მომავალში ნატოს-თან სრულ სამხედრო ინტერგრაციას მიაღწევს და ალიანსში ქვეყნის წვლილის შეტანის ფარგლებში 2025 წლის დასაწყისისთვის ლატვიაში ნატო-ს მრავალეროვნულ ძალებში 500-მდე სამხედროს, Stridsfordon 90-ის ტიპის საბრძოლო მანქანებს, Pansarterrä-ის ტიპის ყველგანმავალებსა და Leopard-ის ტიპის ტანკებს გაგზავნის.
შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიტანეს. ფინეთი ალიანსში გაწევრიანდა 2023 წლის აპრილში, შვედეთი კი ნატო-ს 32-ე წევრი 2024 წლის მარტში გახდა, რითაც დასრულდა ორ საუკუნეზე მეტი ხნის სამხედრო უბლოკობის პროცესი.