ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის კობი ბრანტის ქვრივი ვანესა ბრაიანტი უჩივის ოპერატორ კომპანიას, რომლის კუთვნილი ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად გასულ თვეს დაიღუპა მისი ქმარი და 13 წლის ქალიშვილი. იტყობინება Associated Press-ი.
ვანესა ბრაიანტის განცხადებით, ვერტმფრენის პილოტი დაუდევრად მოიქცა, როდესაც მან 26 იანვრის ამინდის პირობებში უარი არ თქვა ფრენაზე.
მფრინავი არა ზობაიანი ავარიის შედეგად დაღუპული ცხრა ადამიანის შორის იყო.
41 წლის კობი ბრაიანტი 26 იანვარს კალიფორნიასთან მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ვერტმფრენში, რომელმაც კატასტროფა განიცადა, სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა და მათ შორის იყო კობის უფროსი ქალიშვილი, 13 წლის ჯიანა.
ბრაიანტმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" 20 წელი გაატარა და კარიერა 2016 წელს დაასრულა. ის NBA-ის ხუთგზის ჩემპიონია, ასევე არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.
კობი ოსკარის მფლობელიცაა. 2018 წელს ოსკარი გადასცეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის, რომელიც სპორტსმენის კალათბურთისადმი გამოსამშვიდობებელი წერილის მიხედვით შეიქმნა.