ბათუმში, მირქმის სახელობის ტაძრის სასანთლიდან 50 ლარი და 3 ქილა თაფლი მოიპარეს.
ტაძრის მღვდელმსახურის განცხადებით, მძარცველებმა სასანთლის ფანჯრები ჩატეხეს და შიგნით ისე შეაღწიეს. როგორც იუწყებიან, მძარცველები უშუალოდ ტაძრის შენობაში არ შესულან.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.