პარლამენტის წინ აქციაზე "სირცხვილია" თბილისის მერს კახა კალაძეს მომიტინგეებმა შუა თითი უჩვენეს. სურათს სამოქალაქო მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში - For Freedom" Facebook გვერდი ავრცელებს წარწერით - "პასუხი კალაძეს".
ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა კადრი, სადაც ჩანს, რომ ქალაქის მერმა "სირცხვილიას" მონაწილეებს შუა თითი უჩვენა. მოგვიანებით კალაძემ განმარტა, რომ მისი ეს ჟესტი აქციის მონაწილეებისკენ მიმართული არ ყოფილა და შუა თითი თავის მეგობრებს უჩვენა.