საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს ეკლესია განსაუთრებით მისი მმართველობის დროს გაძლიერდა და რწმენა განმტკიცდა.
"საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს, საქართველოს აქვს ძალიან ღრმა ტრადიციები, საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით მე ვამაყობ, იმიტომ, რომ ის გაძლიერდა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად, ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას მოჰყვა ეკლესიის გაძლიერება და რწმენის განტკიცება.
მე ნამდვილად, არამხოლოდ ბოდიშს არ მოვიხდი ამაზე, არამედ, ეს მიმაჩნია ჩემს პირად მიღწევადაც, როგორც სხვა ადამიანების, ვინც ამას ხელს უწყობდა, და მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის დადებითი პროცესი.
ყველა დადებით პროცესს რაღაც ჭუჭყი მოყვება", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.