მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წამყვანმა მწარმოებელმა კომპანიამ იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 122 ტრაქტორი და 25 კომბაინი გადასცა. ტექნიკის გადაცემის ოფიცალურ ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადად დაესწრო.
პროექტის განხორციელება 20 მლნ ლარი დაჯდა.
ახალ ტექნიკას შპს "მექანიზატორი" განკარგავს, რომელსაც საწყის ეტაპზე 5 რეგიონალური ოფისი ექნება.
"მნიშვნელოვანია, რომ იაპონიის მთავრობამ ტრაქტორები გადმოგვცა, ჩვენ ამისთვის მადლობლები ვართ", - განაცხადა სააკაშვილმა.