სანაოსნო კომპანია "უკრფერი" და თურქეთის ქალაქ სამსუნის პორტი, ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელების შექმნის შესახებ, ერთობლივი პროექტის ინიცირებით გამოდიან.
პროექტის თანახმად, თურქეთის პორტში შეიქმნება თანამედროვე სარკინიგზო ტერმინალი, რომელიც მომავალში ბულგარეთი-უკრაინა-საქართველო (ვარნა-ილიჩევსკი-ფოთი/ბათუმი) სარკინიგზო სისტემებში ჩაერთვება.
შესაბამისი ოქმი მხარეებს შორის თურქეთში, ქალაქ სამსუნში, უკვე გაფორმდა. აღნიშნულის რეალიზება "ტრასეკას" პროექტის ფარგლებში მოხდება.
პროექტის მონაწილეები იქნებიან ოდესის საზღვაო პორტი და ბულგარეთის სანაოსნო კომპანია, პარტნიორი კი "უკრფერი", რომელიც სარკინიგზო-საბორნე გადაზიდვების მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების ორგანიზების მიმართულებით იმუშავებს.