საქართველოს მხარეს, საბაჟოს მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილი დაბრკოლებების და სხვა გარემოებათა გამო წარმოქმნილი რიგების განტვირთვის მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ართვინის გუბერნატორს შეხვდა.
მხარეები დეტალურ გრაფიკზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით სრულად იქნება მოწესრიგებული საბაჟო გამშვები პუნქტის მუშაობა.
დეკემბრის თვის ბოლოს იგეგმება ადლიის ახალი ტერმინალის გახსნა, რაც სრულად მოხსნის დღეს არსებულ პრობლემებს და საბაჟოს გამტარუნარიანობა გაიზრდება