24 ნოემბერს, „ელიტ ელექტრონიქსის" ქსელს რიგით ოცდამეორე მაღაზია შეემატება.
გახსნის ცერემონია 3 საათზე გაიმართება.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ახალი მაღაზია თელავში ალაზნის გამზირზე #6-ში, 300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მასში 15 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.
გახსნის დღეს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებლებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდის BOSCH-ის ტექნიკაზე სპეციალურ აქციას შესთავაზებს.
„ფასდაკლების აქცია საგანგებოდ მაღაზიის გახსნას დავუკავშირეთ. მხოლოდ 24 ნოემბერს, ახალი მაღაზიის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ "BOშჩH-ის საოჯახო პროდუქცია 50%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ"- აცხადებს „ელიტ ელექტრონიქსის" დირექტორის პირველი მოადგილე დავით კენჭაძე.
მისივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე „ელიტ ელექტრონიქსის" ქსელი კიდევ გაფართოვდება და თავდაპირველად დაგეგმილი 5 მაღაზიის ნაცვლად, კომპანიას ჯამში 7 ახალი მაღაზია შეემატება.
„ერთი მაღაზია თბილისში რამდენიმე დღის წინ ვაჟა-ფშაველას გამზირზე გავხსენით, ახლა კი თელავს ვხსნით, სადაც წელიწადნახევრის განმავლობაში შეწყვეტილ ფუნქციონირებას აღვადგენთ.
2010 წლის ბოლომდე კიდევ ხუთი მაღაზიის გახსნა იგეგმება. აქედან ერთ-ერთი ყველაზი დიდი და განსხვავებული მაღაზია თბილისი ცენტრალში იფუნქციონირებს. რაც შეეხება დანარჩენ ოთხს: ბათუმში, ზუგდიდში, კასპსა და ოზურგეთში განთავსდება. ჩვენი სურვილია, „ელიტ ელექტრონიქსი" როგორც ლიდერი ტექნიკის ბაზარზე, ქვეყანაში ფართო ქსელით იყოს წარმოდგენილი, რათა შევძლოთ მომხმარებელს პროდუქცია ლოკალურად, მისივე ქალაქში მდებარე მაღაზიაში შევთავაზოთ," _ აცხადებს კენჭაძე.
24 ნოემბრიდან კომპანია თელაველებს ქსელის სხვა ობიექტების მსგავსად, ყველაზე ცნობილი ბრენდების რამდენიმე ასეული დასახელების პროდუქტსა და სხვადასხვა წამახალისებელ აქციას შესთავაზებს.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 1996 წლიდან ფუნქციონირებს და სადღეოსოდ 22 მაღაზიას მოიცავს. კომპანიას გამოარჩევს, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანის, საქონლის განვადებით შეძენის სერვისი, მომსახურების მაღალი დონე, სისტემატურად ფასდაკლებებისა და სპეციალური საჩუქრების დაწესების ტრადიცია.