2011 წელს, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4,5% იქნება, რაც ნომინალურ გამოხატულებაში 22 მლრდ. 866 მლნ. ლარს გადააჭარბებს.
საშუალოვადიან პერიოდში (2011-2014 წლები) მშპ-ის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი სავარაუდოდ 5.9 პროცენტის ფარგლებში იქნება.
მთავრობის პროგნოზით, 2011 წელს მშპ-ში სახელმწიფო მმართველობის წილი 15,8 %-ი იქნება. მომავალი წლის მთლიან მშპ-ში მრეწველობის წილი 15,2%-ით, ვაჭრობის 14,4 %-ით, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის 11,9 %-ით, სოფლის მეურნეობის 9,6 %-ით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების 6,5 %-ით, მშენებლობის 6,1 %-ით, განათლების 4,9 %-ით, ხოლო სხვა დარგები 15,6 %-ით განისაზღვრა.
2010 წელს კი, 2009 წელთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი სავარაუდოდ 5, 5 პროცენტით გაიზრდება და ნომინალურ გამოხატულებაში 20.4 მლრდ ლარს გადააჭარბებს.
2009 წლის ეკონომიკური ვარდნის შემდგომ, 2010 წელს ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება.