თარიღი    დრო

მამუკა ბახტაძე - პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

საქართველო, თბილისი - 14:09 02.17.2019 340

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

“ეს ფაქტი ძალიან ნათელია. გზავნილიც ძალიან ძლიერია. მიმაჩნია, რომ პოლიტიკა და სტრატეგია, რომელიც იკვეთება არსებული ადმინისტრაციის პირობებში, იდეალურად ესადაგება რეგიონში ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. აქვე მინდა ვახსენო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ტერმინები - „გაყინული კონფლიქტი“ და „ჰიბრიდული ომი“ პოპულარული ახლა ხდება მსოფლიოში, ჩვენთან კი ჰიბრიდული ომი 90-იანი წლების დასაწყისიდან გვაქვს. რაც შეეხება „გაყინულ კონფლიქტს“, უშუალო სამხედრო დაპირისპირების არქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მშვიდობაა. რუსეთი განაგრძობს აგრესიული ნაბიჯების გადადგმას საქართველოს წინააღმდეგ. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მომსწრენი გავხდით. თითქმის ყოველ კვირას ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები - ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ და სიკვდილამდე აწამებენ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ ეს მთელი ევროპის და ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას ნიშნავს.

“რაც შეეხება დიპლომატიას, ჩვენ სრულ ყურადღებას ვუთმობთ და გაცნობიერებული პასუხისმგებლობა გვაქვს ნაკისრი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე, მაგრამ მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ფილოსოფიას. 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და რუსეთმა ვალდებულება იკისრა საქართველოდან თავისი სამხედრო დანაყოფების გაყვანაზე. ათ წელზე მეტია გასული მას შემდეგ და შედეგი არ გვაქვს. წინსვლა არ მომხდარა ამ კუთხით. ის განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. თუ ასე გაგრძელდება შავი ზღვის რეგიონში, ეს კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ევროატლანტიკურ სივრცეს. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ნათელია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

“ვცდილობთ, მის ფარგლებში ახალი შესაძლებლობები შევუქმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განაგრძობენ ცხოვრებას. ომამდე, ცხინვალის რეგიონის ოკუპაციამდე 120 000 ადამიანი ცხოვრობდა იქ. ახლა 20 000 ადამიანზე ნაკლებია ადგილობრივი მოსახლეობა, ე.ი. 6-ჯერ ნაკლები! იქ ჰუმანიტარული კატასტროფა გვაქვს. ძალისხმევის კონსოლიდაციაზე საუბრისას მე ამ სამშვიდობო ინიციატივების და პროგრამების ირგვლივ გაერთიანებასაც ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან ძლიერი უსაფრთხოება უნდა შევქმნათ შავი ზღვის რეგიონში, რაც ევროპის ძალიან ძლიერ უსაფრთხოებას გულისხმობს”, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს სწამს ძლიერი ნატოსი და ევროკავშირის.

თემატურ დისკუსიაში, რომელსაც ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტი იან ბრემერი მოდერატორობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მონაწილეობდნენ.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%