თარიღი    დრო

გიორგი ჩაკვეტაძე: ოპოზიციამ სცადა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების გადაფარვა, თუმცა უშედეგოდ

საქართველო, თბილისი - 18:00 02.12.2019 111

„როდესაც ეს ადამიანები საუბრობენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ცოტაც და წიწაკის გაზს ამოიღებენ და   შეგვასხურებენ“ - ასე გამოეხმაურა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებებს  უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე.  მისივე თქმით, ოპოზიციამ სცადა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების გადაფარვა, თუმცა უშედეგოდ. როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, ამ ადამიანებს არ უხარიათ  ქვეყნის წინსვლა და დედაქალაქში განხორციელებული პროექტები.

„მათ არ უხარიათ ის, რომ გრძელდება ბინების დაკანონება, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფი აუტისტური სპექტრის მქონე ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა  და მრავალი სხვა პროექტი, რომელსაც დედაქალქის მერია წარმატებით ახორციელებს.  საკრებულოს დეპუტატებმა, მუდმივ რეჟიმში, მერიასთან ერთად, უნდა მოვახდინოთ ამ პროექტების მონიტორინგი.  ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების, როგორიცაა  გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაცია,  ვაშლიჯვრის ესტაკადა და სხვაა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც   ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%