თარიღი    დრო

თამარ ტალიაშვილი - ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, ცრუ ბრალდებებით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტების გადაფარვას

საქართველო, თბილისი - 17:44 02.12.2019 148

„დესტრუქციული განცხადებებით ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურად ხდება თბილისის მნიშვნელოვანი ინოვაციურ-შემოქმედებითი სიახლეების გადაფარვა“ - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ოპოზიციის შენიშვნებს. მისი თქმით, ისინი  მუდმივად ცდილობენ ცრუ ბრალდებებით  ხელისუფლების მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი  პროექტების გადაფარვას.

,,დღეს დილით განათლებისა და კულტურის კომისიის  სხდომა გაიმართა, რომელშიც   სხვადასხვა შემოქმედებითი ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომაზე  გამოითქვა წუხილი იმის თაობაზე, რომ მედიაში საკმარისი დრო არ ეთმობა  კულტურის და შემოქმედებითი სფეროს პოპულარიზაციას.  არ შეიძლება ქვეყანაში ხელოვნურად შევქმნათ ისეთი მდგომარეობა, რომ ვაიძულოთ მედია და ახალი ამბები  ორიენტირებული იყოს მხოლოდ დესტრუქციაზე“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მან  ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნა ახალი პლატფორმა შემოქმედებითი თბილისისათვის,  რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს ხელოვანებს.  

,,წელიწადში ორჯერ,  კონკურსის წესით ხელოვანებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ამ პლატფორმაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა მერიას“, - განაცხადა დეპუტატმა.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:08 პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin- ის საათის მეშვეობით გადახდებს განახორციელებენ

14:11 ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

13:24 საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

12:36 ფინკა ბანკის ავტო სესხი - საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

12:34 ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

16:58 უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე თეგეტა მოტორსში!

13:37 ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

11:14 ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.4%
არ შეცვლილა 3%