თარიღი    დრო

ყვითელი ავტობუსები კრიტიკას ვერ უძლებს, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ - კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:50 02.12.2019 230

ყვითელი ავტობუსით, რომელიც ვიცით თუ რა მდგომარეობაშია, კრიტიკას ვერ უძლებს, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს ამ ავტობუსებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყვითელი ავტობუსით მომხდარ ავარიაზე.

“მინდა გამოვეხმაურო სამწუხარო შემთხვევას, რომელიც წყნეთში მოხდა, ყვითელი ავტობუსით, რომელიც ვიცით თუ რა მდგომარეობაშია, კრიტიკას ვერ უძლებს, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს ამ ავტობუსებს, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, დაგორდა ფაქტობრივად ავტობუსი, მუხრუჭებმა არ დაუჭირა და გადავარდა ხევში. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი მადლობა ღმერთს რომ მსხვერპლი არ მოყოლია ამ შემთხვევას და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ყვითელი ავტობუსების პარტიის ჩანაცვლება ახალი თანამედროვე ევროპული ტიპის ავტობუსებით”, - განაცხადა კალაძემ.

შემთხვევა წყნეთის გზაზე დღეს დილით მოხდა. წყნეთში მიმავალ ავტობუსს მუხრუჭი დაუზიანდა, რის გამოც დაგორდა და ხეებს შეეჯახა.  მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%