თარიღი    დრო

ტერეზა მეი შესაძლოა თანამდებობიდან გადადგეს

საქართველო, თბილისი - 10:46 02.12.2019 161

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები ვარაუდობენ, რომ ტერეზა მეი პრემიერ მინისტრის პოსტს ზაფხულში დატოვებს. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი იუწყება.

მინისტრებმა ასეთი დასკვნები ტერეზა მეის მინიშნებებიდან გააკეთეს. ბიზენსის საქმეთა მინისტრი გრეგ კლარკი დარწმუნებულია, რომ მეი პოსტს თავისი სურვილით დატოვებს.

როგორც გამოცემა წერს, ტერეზა მეი თანამდებობის დატოვებას ბრექსიტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ გეგმავს. გამოცემის აზრით, მისი გადადგომა საზოგადოების მიერ განიხილება, როგორც დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის ხელისუფლებაში მოსვლის საწინააღმდეგო ნაბიჯად.

მანამდე მეი აცხადებდა, რომ 2022 წლის არჩევნებისთვის პარტიის ლიდერი აღარ იქნება და კონსერვატორების ლიდერის თანამდებობას დატოვებს.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა გარიგების პროექტი რატიფიცირებული არ არის და ბრიტანელი პარლამენტარების უმეტესობა მას მხარს არ უჭერს. ევროკავშირი თავის მხრივ უარს ამბობს ამ შეთანხმების პროექტის გადახედვაზე. ამასთან არსებობს ბრექსიტის თარიღის გადადების შესაძლებლობაც.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%