თარიღი    დრო

საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს, ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა. დასამტკიცებელი არაფერი დარჩა - ბენ ჰოჯესი

საქართველო, თბილისი - 09:51 02.12.2019 470

საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს იმის გამო, რომ მას შეუძლია უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაციის გაუმჯობესება. ამასთან, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა. სხვა დასამტკიცებელი არაფერი დარჩა, - ამის შესახებ საუბრობს „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი.

„საქართველოს მამაცმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ყველას, ქართველებთან ერთად ბრძოლა უნდა იმის გამო, რომ ისინი ასეთი კარგები არიან. ასე რომ, თქვენ დასამტკიცებელი აღარაფერი დაგრჩათ. ახლა, ალიანსის ჯერია გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატოს წევრად მიიწვიოს“, - ამბობს ჰოჯესი.

"როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს დასამტკიცებელი მეტი არაფერი აქვს ნატოსთან უსაფრთხოების და სამხედრო თვალსაზრისით დაახლოების მხრივ. ამერიკასთანაც, მოგეხსენებათ, ქვეყანას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი ერთგულების ძალიან ძლიერი გზავნილი იყო. ერთი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს გამჭვირვალობა და ინსტიტუტებია. ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს.

საარჩევნო პროცესი, სასამართლო და განსაკუთრებით ბიზნეს პრაქტიკა, ვფიქრობ, საქართველოში ეკონომიკური განვითარების ძალიან დიდ მუხტს შექმნის. ამ მხრივ, ანაკლიის პორტი დიდი შესაძლებლობაა. იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში სერიოზული ინვესტიციების ჩადება შეიძლება მოუნდეთ, [ინსიტიტუტებისადმი] ნდობა უნდა გაუჩნდეთ, რომ ბიზნეს გარიგებები გამჭვირვალედ წარიმართება და რომ ამისთვის სანდო ლეგალური სტრუქტურები არსებობს. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის ძალიან დადებითი ფაქტორი იქნება" - ამბობს ჯოჰესი.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%