თარიღი    დრო

შეთანხმება არ გადაიხედება, როგორც ეს ბრიტანეთის პრემიერს სურს - ჟან კლოდ იუნკერი

საქართველო, თბილისი - 17:09 02.07.2019 196

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი თებერვალში გამართავენ მოლაპარაკებებს იმის შესახებ შესაძლებელია თუ არა ბრექსიტის საკითხზე შეთანხება ჩიხიდან გამოვიდეს, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი ამ შეთანხმების გადახედვაზე კვლავ უარს ამბობს. ამის თაობაზე ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერისა და ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის განცხადებაშია ნათქვამი.

ჟან კლოდ იუნკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება არ გადაიხედება, როგორც ეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სურს, თუმცა დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.

„სირთულეების მიუხედავად, ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს იმის შესახებ, რათა წინ წასვლის გზა მოიძებნოს, რომელიც მხადაჭერას მოიპოვებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში და დაიცავს ევროპის საბჭოს მიერ შეთანხმებულ მითითებებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ტერეზა მეი და ჟან-კლოდ იუნკერი ერთმანეთს თებერვლაში შეხვდებიან.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%