თარიღი    დრო

მიხეილ მესხს დრეს 82 წელი შეუსრულდებოდა

საქართველო, თბილისი - 10:00 01.12.2019 98

მიხეილ მესხს დრეს 82 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი მიხეილ მესხი, რომელიც თამაშობდა როგორც თავდამსხმელის, ასევე, ნახევარმცველის პოზიციაზე 1937 წლის 12 იანვარს დაიბადა. ის იცავდა თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონისაბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). საპატიო ნიშნის ორდენის და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად. სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების, ასევე, ფეხბურთის გულშემატკივრებისა და მისი თანაგუნდელების შეფასებით შედის იმ ფეხბურთელთა რიცხვში, ვინც თბილისის „დინამოს“ ისტორიაში განუმეორებელი კვალი დატოვა.

როგორც ფეხბურთელი სარგებლობდა გამორჩეული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით. სლავა მეტრეველთან ერთად, იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვისი თამაშითაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ გაიცნო ქართული ფეხბურთი.

ფლობდა ფენომენალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ თამაშის სტილსა და საფეხბურთო ტექნიკას, რასაც ხაზგასმით აღნიშნავდა მსოფლიო სპორტული პრესა და რაც განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა მისი თამაშის მნახველ მაყურებელს.

შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ექვსჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის საუკეთესო მარცხენა გარემარბად.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს

12:48 სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

11:19 სილქ დაზღვევა - სილნეტისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი პროექტი

10:04 ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%