სააკაშვილი წაახალისეს, შემოპარულიყო. ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის, ახლა რეზოლუციებით სურთ, დაიხსნან კრიმინალი ციხიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პოლიტიკურ კორუფციას, რომელსაც ვხედავთ, მათ შორის, ევროპარლამენტში. პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითია, როდესაც კრიმინალს და ადამიანს, რომელმაც ანტიდემოკრატიული წამების სისტემა შექმნა, რამდენიმე მფარველი ჰყავს ევროპაში. თავის დროზე, ის, სასჯელმისჯილი ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა, სხვადასხვა კაბინეტში იღებდნენ კიდეც, შემდეგ წაახალისეს, შემოპარულიყო, გაწირეს ქართველი ხალხი. ამ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხი გაგვწირეს არეულობისთვის. შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდეს და ახლა სურთ, რეზოლუციებით დაიხსნან კრიმინალი ციხიდან. სამწუხაროდ, ამ დონეზე არის დასული ამ კონკრეტული ჯგუფის საქმიანობა. პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ ტრიბუნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.