ინდონეზიაში ცუნამმა „ანაკ კრაკატაუმ“ კიდევ ერთხელ ამოხეთქა. ვულკანის აქტიურობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, ყველა ფრენას მიმართულება შეეცვალა.
ინდონეზიის კრიზისების მართვის სააგენტოს განცხადებით, საშიშროების მე-2 დონემ მე-3 ზე გადაინაცვლა, რადგან ვულკანმა აქტივაციის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ვულკანიდან 5 კილომეტრის რადიუსზე გადაიწია უსაფრთხოების საზღვარმაც.
ინდონეზიაში ვულკანი 23 დეკემბერს გააქტიურდა რასაც დამანგრეველი ცუნამი მოჰყვა. დღევანდელი მონაცემებით დაღუპულია 430 ადამიანი ხოლო 150 კვლავ დაკარგულად ითვლება