19 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6647 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6655 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.08 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0380 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0352 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.28 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4983 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3695 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 დეკემბერიდან შევა ძალაში.