თარიღი    დრო

91-ე ოსკარის ცერემონიას მსახიობი კევინ ჰარტი წაიყვანს

საქართველო, თბილისი - 19:49 12.05.2018 131

ამერიკული კინოაკადემიის ოსკარების გადაცემის ცერემონიალს მსახიობი კევინ ჰარტი. ინფორმაცია ამერიკის კინოაკადემიამ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

ჰარტის თქმით, ის არის ბედნიერი, რომ მიეცა შესაძლებლობა, იყოს ამ უდიდესი ცერემონიის წამყვანი.

„ვიცი, რომ დედაჩემი ამ წუთას იღიმის ყურებამდე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს, თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის,“ - დაწერა მან ინსტაგრამზე.

კევინ ჰარტი ცნობილია ფილმებიდან „ჯუმანჯი: ჯუნგლების ხმა“, „ძალიან საშიში კინო“, „სიკვდილი დაკრძალვაზე“, „იფიქრე, როგორც მამაკაცმა“ და ა.შ.

გასულ წელს, ოსკარების გადაცემის ცერემონია მსახიობ ჯიმი კიმელს მიჰყავდა. მის წამყვანობას აშშ-ში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, რადგან ცერემონიის სატელევიზიო რეიტინგი რეკორდულად დაბალი იყო. აღნიშნულ ფაქტს, დონალდ ტრამპიც კი გამოეხმაურა მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

„ოსკარების“ სატელევიზიო რეიტინგი წელს რეკორდულად დაბალი იყო“

ჩვენ ვარსკვლავები აღარ გვყავს, პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით - დონალდ ტრამპი

„მადლობა ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე პრეზიდენტო - ჯიმი კიმელი დონალდ ტრამპს პასუხობს“

ოსკარების დაჯილდოების ცერემონიამ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება, სტარტი 1929 წელს ლოს ანჯელესში Hollywood Roosevelt Hotel-ში აიღო. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ჯილდოვდება ქანდაკების ასლით, რასაც ოფიციალურად ეწოდება აკადემიის ღირსების პრიზი და დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც, „ოსკარი“. ცერემონიას ზედამხედველობას უწევს „ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია“.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%