საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. გადაწყვეტილება ცესკო-ში მიმდინარე სხდომისას მიიღეს.
28 ნოემბერი ოთხშაბათია და საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდება. თუმცა, რადგან არჩევნებში მონაწილეობა გაუჭირდებათ უცხოეთში მყოფ ამომრჩეველს, ცესკოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი დროით, ღამის 12 საათამდე შეძლებენ მისვლას. ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, იმისთვის, რომ ემიგრანტებმა სამუშაოს დასრულების შემდეგ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა, საარჩევნო ადმინისტრაციამ სამუშაო პროცესი გაიხანგრძლივა