თარიღი    დრო

დავით კეზერაშვილი ნანა კაკაბაძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 19:24 11.14.2018 322

ყოფილი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი დავით კეზერაშვილი ორგანიზაცია -„არა ნაციონალურ მოძრაობას“ ხელმძღვანელს ცილისწამებაში ადანაშაულებს. ნანა კაკაბაძის მტკიცებით, მის ორგანიზაციას დავით კეზერაშვილი აფინანსებს.

დავით კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელის ნანა კაკაბაძეს მოუწოდებს განცხადება საჯაროდ უარყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას  დავა სასამართლოში მოუწევს.

მინდელის განმარტებით, ნანა კაკაბაძემ განცხადება მტკიცებით ფორმაში გააკეთა და ის ვერანაირად ვერ ჩაჯდება აზრის თავისუფლად გამოხატვის ფარგლებში.  

„სრულიად საკმარისია, რომ მან საჯაროდ უარყოს ეს განცხადება. სხვა შემთხვევაში მას რა თქმა უნდა, მაინც მოუწევს ამ განცხადების უარყოფა, უბრალოდ ეს იქნება სასამართლოს ძალით.  ეს მის მიერ  გაკეთებული განცხადება ვერ ჩაჯდება აზრის გამოხატვის ფარგლებში. ეს არ იყოს მის მიერ გამოხატული აზრი, რომელიც შეფასებითი მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს. მისი განცხადება შეეხებოდა და ის საუბრობდა კონკრეტულ ფაქტზე, რომელიც სრული სიცრუეა. და ამიტომ მას მოვუწოდებ, რომ მერე სასამართლოში არ იყოს გაურკვევლობა დღესვე განვუმარტავ როგორც იურისტი, რომ ეს ვერ იქნება მისი მხრიდან აზრის გამოხატვის ფარგლებით შეფუთული საკითხი“,-განაცხადა შოთა მინდელმა

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%