თარიღი    დრო

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია

საქართველო, თბილისი - 16:43 11.14.2018 115

რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, ოქტომბერში  საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა  8.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2.0 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელთან (10.3 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83.6 ათასი ტონა, რაც 5.5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (78.1 ათასი ტონა).

ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის ოქტომბერში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 4.3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 51.8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: საბერძნეთი - 4.0 ათასი ტონა(48.2%).

2018 წლის ოქტომბერში  საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 15.5 ათასი ტონა, რაც 5.8 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს (9.7 ათასი ტონა). აქედან იმპორტის მთელი ოდენობა მოდის  ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 83.3 ათასი ტონა, რაც 7.8 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (91.1 ათასი ტონა).

2018 წლის ოქტომბრის თვეში  საქართველოში გათხევადებული აირების  პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 1.1 ათასი ტონა, რაც 0.5 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (1.6 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში გათხევადებული აირების  პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 11.9 ათასი ტონა, რაც 1.1 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (13.0 ათასი ტონა).

2018 წლის ოქტომბერში  საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1.8 ათასი ტონა, რაც 0.2 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს (1.6 ათასი ტონა).

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 15.3 ათასი ტონა, რაც 0.6 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (14.7 ათასი ტონა).

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  95.7 ათასი ტონა, რაც 14.6 ათასი ტონით აღემატება სექტემბრის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, 2018 წლის ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  46.5  ათასი ტონა,  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 49.2 ათასი ტონა.

სულ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 910,1 ათასი ტონა, რაც 26,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (883,7 ათასი ტონა). 2018 წლის 10 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 241,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,5%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს რუსეთი არის საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ქვეყანაში, რომელმაც  ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%