თარიღი    დრო

ბათუმში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „მისამართი“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:21 11.14.2018 274

17-18 ნოემბერს, ბათუმი უმასპინძლებს თანამდროვე ხელოვნების ფესტივალს „მისამართი“. ფესტივალის ფარგლებში ბათუმში მდებარე 6 საცხოვრებელი კორპუსი გადაიქცევა საგამოფენო სივრცეებად. ლიფტი, სადარბაზო, აივანი, საძინებელი, აბაზანა  იქნება სივრცეები, სადაც ხელოვანები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებსა და შეასრულებენ პერფორმანსებს.

ფესტივალის მიზანია თანამედროვე ხელოვანებისა და ბათუმის მაცხოვრებლების უფრო მჭიდრო დაკავშირება. შესაბამისად, ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე აუდიტორიას აღნიშნული კორპუსების მეზობლები წარმოადგენენ. ფესტივალის განმავლობაში, მათ ექნებათ საშუალება დაესწრონ გამოფენებსა და არტ-პერფორმანსებს, გარდა ამისა გაესაუბრონ ხელოვანებს მათი ნამუშევრების შესახებ. თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „მისამართი“ წელს პირველად ტარდება და მასში  9 ხელოვანი სხვადასხვა პროექტითაა წარმოდგენილი.

ფესტივალის პროგრამა:

#1 მისამართი

მ. აბაშიძის ქ. 1, ბინა 19 (კონტესთან)

„სარეცხი მანქანა“

აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია

გიორგი მრევლიშვილი (თბილისი)

საათები: 13:00-20:00

„წითელი ოქტომბერი, იციან მხოლოდ ვეშაპებმა“

აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია

ირაკლი ‘მორე’ ლიტვინენკო (თბილისი)

საათები: 13:00-20:00

საუნდ პერფორმანსი

Vo Ezn (თბილისი)

საათები: 19:00-20:00

#2 მისამართი

26 მაისის ქ. 40/90, სადარბაზო

“ის რაც გვიყვარს“

გრაფიტი, ფერწერა

ირაკლი ადეიშვილი (ბათუმი)

საათები: 15:00-19:00

#3 მისამართი

ლერმონტოვის ქ. 14, ბინა 51

"ალტერნატიული სამყარო 0+1"

ნახატების სერია

ნინო ბოსიკაშვილი (თბილისი)

საათები13:00-19:00

„ხელოვნური გული“

ინსტალაცია/მიქს მედია

მაკა ზედელაშვილი (თბილისი)

საათები: 13:00-19:00

#4 მისამართი (ზუსტი ლოკაციები იქნება ცნობილი ფესტივალამდე 1 დღით ადრე)

სხეულების ენერგეტიკა

მინის კომპოზიცია

თამარ მაჭარაშვილი (თბილისი)

საათები: მთელი დღის განმავლობაში

#5 მისამრთი

ფიროსმანის ქ. 7, ფასადი

„წაკითხვისთანავე დაწვი“

წარწერა ფასადზე/მიქსმედია

მარიამ ნატროშვილი / დეთუ ჯინჭარაძე (თბილისი)

საათები: მთელი დღის განმავლობაში

#6 მისამართი

ფიროსმანის ქ. 9, ეზო

“Rediscover”

ცოცხალი ფოტო პროექტი

ნინო ხუნდაძე (თბილისი)

საათები: მთელი დღის განმავლობაში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%