ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ეხმიანება თბილისში მიმდინარე მოვლენებს და გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას.
"თვალს ვადევნებ თბილისში მიმდინარე მოვლენებს დიდი შეშფოთებით და ვგმობ მიმდინარე ძალადობას თბილისის ქუჩებში. ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი საკუთარი ქვეყნისთვის. საქართველო გზაჯვარედინზეა, ის უნდა დარჩეს ევროპულ გზაზე"- წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი.