სენატორი შაჰინი ქართველ დიპლომატებს შეხვდა. ტელეკომპანია "ფორმულასთან" გაკეთებულ კომენტარში სენატორი აცხადებს, რომ დიპლომატებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იმედგაცრუება დააფიქსირა.
ის რუსულ კანონს საშიშსა და შემაშფოთებელს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება მას გაიწვევს. სენატორი შაჰინი აღნიშნავს, რომ კანონი შეუქცევადად შეცვლის საქართველო-აშშ-ს ურთიერთობას და დააზიანებს EU-ს და NATO-ს წევრობის მისწრაფებებს.
"ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრისას მე მათ ვუთხარი, რომ, როგორც საქართველოს დიდი ხნის მხარდამჭერი, იმედგაცრუებული ვარ ქვეყანაში მომხდარი სწრაფი პოლიტიკური ცვლილებებით, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილებს. კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელოვანი მუშაობის ჩახშობას, წარმატების შემთხვევაში, შეუქცევად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ზიანს მიაყენებს ევროკავშირისა და NATO-ში წევრობის ნებისმიერ მისწრაფებას. მე მათ მოვუწოდე, მოუსმინონ ქართველ ხალხს, ვინც ქუჩაში გამოვიდა მშვიდობიანი პროტესტის გასაპროტესტებლად და იმედი მაქვს, რომ ეს საშიში და შემაშფოთებელი კანონმდებლობა შეჩერდება", - აცხადებს სენატორი ფორმულასთან.