თარიღი    დრო

აკაკი საღირაშვილი ქუთაისის აეროპორტში სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო

საქართველო, თბილისი - 18:47 11.09.2018 185

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო. მან მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის აეროპორტის ხელმძღვანელ პირებთან და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ივანე ლეკიშვილთან ერთად დაათვალიერა.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება. როგორც აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა, აეროპორტში მგზავრთნაკადი დღითიდღე მატულობს. „ჩვენ უკვე 10 თვის მონაცემებით მოვემსახურეთ 512 ათას მგზავრს. საგულისხმოა, რომ აქედან 52% უცხოეთის მოქალაქე გახლავთ, ისინი ტურისტული მიზნებით შემოდიან ჩვენს ქვეყანაში და ის ეკონომიკური ეფექტი ქვეყნისთვის, რომელიც სპეციალური სტანდარტით იანგარიშება, უკვე 110 მილიონს გადასცდა. ამიტომ დაგეგმილია ამ აეროპორტის გაფართოება, ცხადია, ახალი რეისებიც შესრულდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურიზმის ზრდის კვალდაკვალ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც ვითარდება. მისი ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოსთვის აეროპორტში მიმდინარე ყველა სამუშაო უნდა დასრულდეს.

დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საათში 300 მგზავრის მომსახურება შეუძლია. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს და აეროპორტის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, განახლებული, გაცილებით დიდი, თანამედროვე ტიპის, კომფორტული აეროპორტით ისარგებლონ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%