გლდანის რაიონში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, სამ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლები ეწყობა.
შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სკოლის ქ. N12-ის მიმდებარედ, კობერიძის ქუჩიდან გლდანულის ქუჩისკენ ჩასასვლელ კიბესთან და მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N32 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, სკოლის ქუჩაზე ხუთი მეტრი სიმაღლისა და 49 მეტრი სიგრძის კედელი მოეწყობა. მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში 3,2 მეტრი სიმაღლისა და 26 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის კედელი აშენდება, ხოლო კობერიძის ქუჩიდან გლდანულის ქუჩისკენ ჩასასვლელი კიბის მიმდებარედ, 4,5 გრძივი მეტრი სიმაღლისა და 33 მეტრი სიგრძის კედელი მოეწყობა. არსებული კედლის ნაწილი კი, რკინა-ბეტონის საყრდენებით გამაგრდება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 187 275 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს, რომელიც დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.