თარიღი    დრო

ვერც სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც სხვა ლიდერი სტუმარ-მასპინძლობის იდეას ვერ დააზიანებს - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 18:41 11.06.2018 328

ვერც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც სხვა ლიდერი სტუმარ-მასპინძლობის იდეას ვერ დააზიანებს, რაც არ უნდა ასეთი შეურაცხმყოფელი და უადგილო განცხადებები გააკეთონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოსთვის დამაზიანებელია, თუმცა ეს არავის გაკვირვებია, რადგან პირველად არ ხდება, როცა მიხეილ სააკაშვილი ამ სახის განცხადებებს აკეთებს.

„სამწუხაროა, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო იმ საერთო სიკეთეს აზიანებს, რაც საქართველოში არის ტურიზმი, სტუმარ-მასპინძლობის იდეა და ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ნაწილი. პირობას გაძლევთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავს და მომავალშიც ეყოლება ღირსეული მასპინძლები და ვერც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც სხვა ლიდერი სტუმარ-მასპინძლობის იდეას ვერ დააზიანებს, რაც არ უნდა ასეთი შეურაცხმყოფელი და უადგილო განცხადებები გააკეთონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „არ გვჭირდება გაძვალტყავებული ტურისტები, ჯღანები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, გვჭირდება მდიდარი შეიხები“.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%