თარიღი    დრო

PSP-მ საახალწლო ნახატების კონკურსი „ბედნიერი ახალი წელი“ გამოცხადა

საქართველო, თბილისი - 10:38 10.23.2018 330

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პსპ-მ საახალწლო ნახატების კონკურსი გამოაცხადა. მომხმარებლების ჩართულობისა და წახალისებისთვის პსპ არა ერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს. თითქმის მუდმივად მიმდინარეობს საბავშვო ფოტოების კონკურსი რომლის გამარჯვებულიც ერთი თვით პსპ-ს ბავშვთა თვის აქციების სახე ხდება და საჩუქრები გადაეცემა.

„ბედნიერი ახალი წელი“ - არის კონკურსი, რომელშიც ოჯახის სახვადასხვა ასაკის წევრები ბავშვებთან ერთად საახალწლო თემატიკაზე ნახატებს ქმნიან და პსპ-ში აგზავნიან.

„თუ გინდათ თქვენი ოჯახის მიერ შესრულებული ნახატი სრულიად საქართველომ იხილოს და თქვენი ქალაქის  სხვადასხვა უბანში პსპ აფთიაქის ვიტრინებზე იხილოთ, შექმენით ოჯახური ნახატი თქვენს პატარებთან ერთად, გამოგვიგზავნეთ ფოსტაზე: kids@psp.ge 5 ნოემბრის ჩათვლით და დაელოდეთ ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას. სათაურის ველში მიუთითეთ „ბედნიერი 2019“. ნახატი სასურველია იყოს  შავ-თეთრი, მარტივი, კონტურული, ფანქრით ან კალმით შესრულებული. საუკეთესო ნამუშევრების ელემენტებით PSP-ს აფთიაქების ვიტრინები გაფორმდება და ავტორები დასაჩუქრდებიან,“ - აცხადებენ პსპ-ში.

ჰიგიენისა და კოსმეტიკის პროდუქციის ფართო არჩევანი, პროფესიონალი ფარმაცევტები და კონსულტანტები, მომხმარებელზე ორიენტირებული „უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“ - ეს პსპ-ს აფთიაქია. 220 პპს აფთიაქი საქართველოს ყველა კუთხესა და დედაქალაქის ყველა უბანში მოსახლეობას მხოლოდ გარანტირებული ხარისხის 60000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას სთავაზობს.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%