თარიღი    დრო

პროკურატურა მზად არის, ბრიტანელ სამართალდამცველებს პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ყველა მტკიცებულება გადასცეს - გუმბერიძე

საქართველო, თბილისი - 18:31 10.19.2018 271

პროკურატურა მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში, ბრიტანელ სამართალდამცველებს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ყველა მასალა და მტკიცებულება გადასცეს, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ის გულისხმობს აუდიოჩანაწერებსა და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც უშუალოდ მკვლელობის მომზადების საქმეზეა მოპოვებული.

მისივე თქმით, 2016 წლის სექტემბერში გამოძიებამ ბრიტანეთის შესაბამის ორგანოებს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გაეგზავნა მოთხოვნა მისი გარდაცვალების შესახებ ყველა დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

გუმბერიძის განცხადებით, საქმეზე ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საქმეზე სიმართლეს დაადგენს.

„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, საქმეზე სრულყოფილ გამოძიებას ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე, გამოკვეთილია მკვლელობის მომზადების ფაქტი, თუმცა ვცდილობთ, სრულყოფილი გამოძიება ჩავატაროთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც სიმართლეს დაადგენს“, – აღნიშნა გუმბერიძემ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

14:11 ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

13:24 საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

12:36 ფინკა ბანკის ავტო სესხი - საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

12:34 ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

16:58 უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე თეგეტა მოტორსში!

13:37 ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

11:14 ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა

15:36 ვითიბი ბანკი მომხარებელს თანხის მობილურის ნომრით ან ელ. ფოსტით გადარიცხვას სთავაზობს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.4%
არ შეცვლილა 3%