თარიღი    დრო

სალომე ნამდვილად პრინციპული ადამიანია, ყველანი მხარს ვუჭერთ მას - ირაკლი ხახუბია

საქართველო, თბილისი - 17:07 10.19.2018 190

ნამდვილად არის პრინციპული ადამიანი, აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება დიპლომატიური კუთხით, ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ მას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ხახუბიამ ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმ ადამიანის შთამომავალი, რომელმაც გაანათა ფოთი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. 

"ფოთელებისათვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია-ჩვენს ქალაქში ნიკო ნიკოლაძეობა აღინიშნება. სასიხარულოა, რომ სწორედ დღეს, ჩვენთან ერთად, ქალბატონი სალომე ბრძანდება. ქალბატონი სალომე, მოგეხსენებათ, დიდი ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია. იმ ადამიანის შთამომავალი, რომელმაც გაანათა ჩვენი ქალაქი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ პირველი ნათურა საქართველოში აინთო ქალაქ ფოთში. ეს იყო დიდი ნიკო ნიკოლაძის დამსახურება. მის სახელთანაა ასევე დაკავშირებული ფოთის პორტი, რკინიგზა. მისი 18 წლიანი მერობის განმავლობაში გაშენდა ეს ქალაქი, რომელიც იყო ჭაობიანი. ნიკო ნიკოლაძის დამსახურებით აისახა ასეთი პატარა, ლამაზი ქალაქი მსოფლიო რუქაზე.

რაც შეეხება თავად ქალბატონ სალომეს, იგი ნამდვილად არის პრინციპული ადამიანი, აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება დიპლომატიური კუთხით. ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ მას!", - განაცხადა ხახუბიამ.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.9%