12 ოქტომბერს 13:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართება საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამების შეფასების (www.presidenti.ge) პრეზენტაცია. პროექტის მიზანია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რის საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება არჩევნების დღეს.
ღონისძიებაზე მოწვეულები არიან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) რეგიონული წარმომადგენლობის ბაზაზე შეიქმნა და აგრძელებს მის საქმიანობას რეგიონში.