თარიღი    დრო

პრემიერ-მინისტრმა და ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და ორმხრივი ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს

საქართველო, თბილისი - 22:09 09.25.2018 220

საქართველო-ავსტრიის ძლიერ ორმხრივ ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა სებასტიან კურცმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ამ გზაზე დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოს მთავრობა აფასებს.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით მიმდინარეობაზე და ამ ტენდენციის გაგრძელების მნიშვნელობაზე, ასევე - პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი.

საუბარი შეეხო საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერს საკუთარი ხედვა გააცნო და განსაკუთრებით აღნიშნა ავსტრიის, როგორც პროფესიული განათლების სფეროში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის გამოცდილების გაზარების მნიშვნელობა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ემსახურება და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია.

 

 




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:08 პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin- ის საათის მეშვეობით გადახდებს განახორციელებენ

14:11 ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

13:24 საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

12:36 ფინკა ბანკის ავტო სესხი - საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

12:34 ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

16:58 უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე თეგეტა მოტორსში!

13:37 ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

11:14 ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.4%
არ შეცვლილა 3%