თარიღი    დრო

მგელმა ცხვარიჭამიის თავშესაფარში გვირაბი გაიყვანა და გაიპარა

საქართველო, თბილისი - 17:30 09.23.2018 1522

"თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის" ინფორმაციით, დღეს დილით ცხვარიჭამიის ნაკრძალი-თავშესაფრიდან ელექტრო ღობის ქვეშ მგელმა, რომელიც ორი დღის წინ თავშესაფარში ყაზბეგის რაიონის სოფელ კობიდან გარემოს დაცვის სამინისტრომ მიიყვანა, გვირაბი გაიყვანა და გაიპარა.

მათი ინფორმაციით, მგელი ადამიანთან კომუნიკაციაში არ შედის და არც თავს ესხმის.

"მგელს სახელად სერი ქვია. ის ადამიანთან კომუნიკაციაში არ შედის და არც თავს ესხმის. სავარაუდოდ საბუდარას ტყეში არ გაჩერდება , რადგან მისი ასაკიდან გამომდინარე (1,4 წელი)ეცდება მეწყვილეს პოვნას.

თუ სადმე შეამჩნიეთ მაშინვე დარეკეთ გარემოს დაცვის ცხელ ხაზზე 153 ან
555 38 33 66 სოსო", - ნათქვამია Tamaz Elizbarashvili dog shelter-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%