თარიღი    დრო

განათლების სისტემაში, უშიშროების საბჭოში, ყველგან ჩვენი წარმომადგენელი უნდა იქნას - მეუფე ანტონი

საქართველო, თბილისი - 11:36 09.23.2018 353

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის განცხადებით, საპატრიარქოს განათლების სისტემასა და უშიშროების საბჭოში მისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს.

როგორც მეუფე ანტონმა "რუსთავი 2"-ის შაბათის კურიერში განაცხადა, არის ისეთი საკითხები, რომლებიც სახელმწიფო მოხელეებმა სასულიერო პირების ჩართულობით უნდა გადაწყვიტონ.

„ძალაუნებურად გამოვიდა ძალის ჩვენება, არა ისე, რომ ახლა ეკლესია შეიკრიბა და ახლა მთავრობას ჩვენ ძალას გაჩვენებთ, არა, ძალაუნებურად. ეს არის სპონტანური მოქმედება და უკვე თავისთავად გამოჩნდა ეკლესიის ძალა და მე სინოდშიც რამდენჯერმე პირადად დავსვი ასეთი საკითხი, რომ იქნებ, ჩვენ მივმართოთ მთავრობას, რომ, როდესაც არის უშიშროების საბჭო, ისეთი საკითხები, რომელიც ეხება ერის ინტერესებს, სადაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, ჩვენი წარმომადგენელიც უნდა ესწრებოდეს ამ საბჭოს. განათლების სისტემაშიც, ყველგან ჩვენი წარმომადგენელი უნდა იქნას. ეს შეიძლება, გლახად ჟღერდეს და ვიღაცას მკვეთრად მოხვდეს, მაგრამ, თუკი კარგად დაუკვირდება, ასეთი რამ რომ მოხდეს, პრევენციული ზომები რომ მივიღოთ, უკვე თავიდანვე ეცოდინებათ რაღაცნაირად, ვთქვათ, განათლების სამინისტროში ღებულობენ რაღაც პროექტს, მერე სულ ჯახი მოდის ჩვენთან. მოდი, იქვე იყოს ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც მისცემს მიმართულებას“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%