თარიღი    დრო

შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია არ უნდა იყოს მხოლოდ არსებულ საფრთხეებზე რეაგირება - თენგიზ ფხალაძე

საქართველო, თბილისი - 17:08 09.21.2018 352

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე სტამბოლში, კადირ ჰასის უნივერსიტეტში შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემებზე გამართულ დისკუსიას დაესწრო.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ თურქეთის, რუმინეთის, უკრაინის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. თენგიზ ფხალაძემ დისკუსიაზე შავ ზღვაზე არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს როლსა და ამ სივრცეში მის ადგილზე ისაუბრა.

"ეს არის ქვეყანა, რომელიც კონტინენტის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 14 ქვეყნიდან 8-ს აძლევს გასასვლელის შესაძლებლობას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყნებზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნით.

შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია არ უნდა იყოს მხოლოდ არსებულ საფრთხეებზე რეაგირება. რეგიონს სჭირდება გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ასევე მოიცავს უსაფრთხოების განზომილებასაც. როგორც ეს იყო მარშალის გეგმის შემთხვევაში", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მან ისაუბრა ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, ნატო - საქართველოს პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:08 პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin- ის საათის მეშვეობით გადახდებს განახორციელებენ

14:11 ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

13:24 საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

12:36 ფინკა ბანკის ავტო სესხი - საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

12:34 ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

16:58 უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე თეგეტა მოტორსში!

13:37 ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

11:14 ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.4%
არ შეცვლილა 3%